↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ჩვენ ვგავდით ფოთლებს"

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24058 ნახვა

—
ჩვენ ვგავდით ფოთლებს, რომლებსაც ქარიდააქროლებდა თვის ნებაზე,რომლებსაც გრძელი და ცივი ქარიდააქროლებდა თავის ნებაზე.
და ჩვენც მივქროდით. ცაში ციოდადა ერთმანეთში ჩახლართულები,ვერ გვეწეოდნენ და მოგვწიოდნენსველი ტოტები და მავთულები.
ჩვენ კი მივქროდით. ნაცრისფერ ცაშიმივქროდით, როგორც თეთრი ღმერთები.თუმცა არავის არ სწამდა მაშინჩვენი ფიქრები და იმედები.
და ვეშვებოდით სახურავებზე,ქვაფენილებზე და გამვლელებზე,გადაყრუებულ სახურავებზექვაფენილებზე და გამვლელებზე...
და იდუმალი, როგორც წარსულიამოდიოდა ყვითელი მთვარედა ჩვენც გავრბოდით, რომ უსასრულოდგვეცქირა, როგორ ბრწყინავდა მტკვარი.1960წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი