↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ჩვენ ვშლით ნაკვალევს"

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25560 ნახვა

—
ჩვენ ვშლით ნაკვალევს, რომელსაც ვტოვებთ,რომელიც მაინც გვრჩება ორივეს,მაგრამ ოდესმე გადნება თოვლი,გადივლის ქარიც და გვიპოვიან...
და კვლავ გაწყდება ჩვენს შორის სიტყვა,ვერ დაგვიდგება ვერც ერთს თავდებად,ქარს მიაწერენ, რაც ქარში ითქვა,რაც თოვლში მოხდა – თოვლს დაბრალდება.
და ჩვენი გულის გამგლეჯი ძალასიმარტოვესაც მიგვაჩვევს უცებ –თითებში ჩამჩრის ჟანგიან კალამსდა წინ გაძენძილს დამიდებს ფურცელს.
გარდაიქმნება ქვეყანა უმალ,ისიც ჩვენსავით გარდაიქმნება:„ჩაკვდება ერთი სურვილი ჩუმად –ერთი სიმღერით მეტი იქნება!“1957წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი