პოეზია · ლირიკა
ეს ხომ უკვე იყო
ჯერ კიდევ გუშინ ბესიკის ქუჩიდანმამადავითის ეკლესია ჩანდა,ფრჩხილებს არ იკვნეტდინერვიული ბავშვივით,ტელევიზორში კულინარიისუნივერსიტეტებს არ აკაშკაშებდნენ,ვითომ სტრესების მოსახსნელად,მაგრამ პილპილის წითელი უროები,კივილივით ხასხასა მწვანილი,თავში რომ გირტყამს,სადაც სახაზავი უნდაგქონდეს ჩადგმულიდა არა შაკიკი, რომელსაც შეუძლიაინფორმაციამოსალოდნელი დათბობის შესახებხანძრად აქციოს,მაგიდაზე თოვლის სუფრაგადაგაფარებინოს, ყველაზეგამჭვირვალე ფაიფურით სავსე,ყველაზე გაჭირვებულები მოგიყვანოს,რომ აჭამო,ფარშავანგები თოვლში _სუფთა ფელინი!მომდევნო სიტყვა _ «სიხარული»ფრჩხილებში უნდა ჩაისვას,მაგრამ ცოცხალ ლაპარაკშიფრჩხილები არ ჩანს,იქნებ იმ მოკვნეტილებში?ბავშვის ნერწყვი, შენი სისხლი...ბარემ, აიშენე ჩიტის ბუდე,გაერიდე ამ უცხო ქალაქს,ცნობისმოყვარე ფანჯრებითაცრომ ვერ მოგწვდეს,აიფარე სიმწვანე, სიმწვანე _ბუერების კლასიკა...ბუდეც ციხესიმაგრეა,ოღონდ უხორცო,უფრო სწორად, უაგურო,აქედან პირდაპირ ცას უკავშირდებიდა ცდილობ, ანათო თვალებით,თეთრი ხელებით, წითელი ღრძილებით,რომელიმე დავიწყებული სიტყვით,რომ შენი ქმრის სულმა გიპოვოსდა სიზმარში კი არ მოგადგეს,ქალაქის ყველა წერტილიდან გამოჩნდესროგორც ოდესღაცმამადავითის ეკლესია.მთვარით შეამოწმოს შენინათების ხარისხი, რასაცსინამდვილეში კილოვატსაათებითზომავენ,როცა ონკანიდანფეკალური წყლები მოდისდა არა ლურჯი არაგვი,ან მღვრიე მტკვარი, _საპირფარეშოს ესთეტიკა?მაგრამ ეს ხომ უკვე იყო:თითო თვალი, ჩავარდნილითითო ლექსიკონში, ზღვარომ ქუჩაში გაუშვა,ისეთი ვიწრო ოდისეაერთი ქალაქის უწმინდურების,ეკლესიური ლათინურის დამარწყვისტუჩებიანი ოპერეტისაც კი...ის, ზღვის პატრონი,ხომ ბრმა იყოდა ვერ დაემალებოდი,ვერც ამას, მტაცებლისთვალებიანს,იქნებ გლეხის ხასხასა ნათესებში?ხორბლით თუ ჭინჭრით განელებულიინტელექტის მზეუფრო ადამიანური ჩანს:წელამდე _ ირლანდიური ტემპერამენტი,წელქვევით _ სქოლიოების დუღილი...უვადო მონაკვეთშიმასა და მკითხველს შუაშორისდებულები დაფრინავენ:აზრის ყოყმანი, ემოციების გართულება _მოდი, ვიყიდოთ ეს ძვირფასი წიგნი!ყოველი გვერდის წაკითხვატაძრის აშენებას უდრის თავში,სადაც მრგვალი და თახთახატვინი დევს, ბავშვის ჩანასახივითჯერ ჩვილი, უენო,განუსაზღვრელი შესაძლებლობების მოლოდინშიბერნსებით და ლონგფელოებითმოჩითული, როგორც ყვავილებით...რამდენი მათგანი მოკვდა,გაიქნა, როგორც საკმაზიუფრო მნიშვნელოვან ლაჟვარდში,რამდენი დარტყმული გაფრინდამისკენ და მიებეჭდა კიდეც,წიგნის თაროებივითდალაგებული ადამიანების თვალწინ,მათ გასაკვირად...