↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "რა სევდა იცის გათენებისას"

სტურუა ლია

2001-07-121 წთ საკითხავი18614 ნახვა

—
რა სევდა იცის გათენებისას!ტანი – კარცერში,თავი ბჟუტავს,შუშაბანდივით მოსანგრევია!ასო ბგერაში რომ გადადის,იმ ხმაზე ვზივარ, როგორც ნემსზე,ალმასები მცვივა პირიდან,სულით მათხოვრები აგროვებენ,სიმართლის მაძიებლები, თანაც, ბასრის,ჩურჩულში რომ თევზის ფხებია,იმ მჩხვლეტავის საპირისპიროდ.ჯერ ჩხვლეტა, მერე ნაჯახი –ძნელია სინდისი, აღარ რეაგირებსშუადღის ელდაზე,ალმასებით სავსე მუჭებზე,სიტყვა `ვერცხლის~ათასოცდაათჯერ გაწკრიალებაზესხივსაც არ იკარებს.ვინ გადაჭრის მზის პრობლემას?სამხრეთი გაგვითავდა,შუშაბანდი დეკორაციაა,კარცერი სინამდვილე,ქვის ენა პირში,ხეები ნაჯახებივითრა სევდა იცის გაღვიძებისას!

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი