პოეზია · ლირიკა
*** "კაცი მიდის აქედან იქით"
კაცი მიდის აქედან იქით,მინდორი თავისთვისაა, ბიბინებს,არც გორაკი, არც ხესახლიდან კარგად ჩანს,როგორ იქცევა წერტილადმარტოობის მზა ატრიბუტები:წყენა, დარდი, უსახლკარობა...ფეხები ისე ამოაქვს მიწიდან,ბალახის კილოგრამები მოყვება,ჩხვლეტები რომ დაარბილონ,გული აღარ გაუსკდებააქედან ჩანს წერტილად,ჰორიზონტი მატყუარაა.არც თვითონ უჭირს ტყუილი,თვალთმაქცობის კურსი აქვს გავლილი,ლექსები, მწვანე ყდაში ჩასმული, _ეო მეო-ზე გადატარებული მინდორი,იქიდან როცა წამოვა,სიმაღლეში მოიმატებს,საშიში გახდება სახლისთვის...