პოეზია · ლირიკა
ასი სიტყვით
ღმერთო, მაღალო!მადლობას გწირავ ყველაფრისთვისრაც ჩემს თავს იყო,რაც ჩემს თავს არის,და რაც ჩემს თავს აწი იქნება...მაგრამ ნუთუ – ამისთვის დავშთი?რა ხანია ყრუ-მუნჯი ვარ. ჩემთვის ჩუმად, გულში ვლოცულობ.არც სანთელი მაქვს, არც საკმეველი.მე სულ მეგონა, ერთხელ ჩემები მოვიდოდნენ, ან უფრო მეტი -მათთან თავად დავბრუნდებოდი.მომხედავდნენ, მომიფონებდნენ, ჩონჩხადქცეულს მომაცმევდნენქათქათა პერანგს, მირონს მაცხებდნენ...მაგრამ ვაი!სხვაგვარად ხდება!სხვა განიზრახეს!შემინდე, ღმერთო!მამავ, ძეო და სულიწმინდავ! თავს როდი ვიკლავ, არ მსურსგადავრჩე, თუ ჩემს სანაცვლოდ შუა ქალაქშიუცხო სალოცავს აგიშენებენ...........................................................................................ზათქით, ზრიალით ჩამოიქცა ოშკის გუმბათი, ხოლო ზეცისკენმიმავალმა მტვრის ღრუბელმა, ფრთაგაშლილი მტრედის ფორმაგაიმეორა.