პოეზია · ლირიკა
ჭური
(ხუმრობა)მე – სიტყვის ჭური ზეცას შევღიმი,ის ჩემში, როგორც განიერ ჭაშიძევსდა ცხოვრება – მკაცრი მეღვინემოდისდა ჩუმად მისინჯავს ჭაშნიკს.თავღია ვიყავ და გარს მეხვიეთლამაზი ხალხიდა გულში მიზისამაყი სახე ჩემი მეღვინის,ცისა და მიწის,შენი და სხვისი...რადგან მოითხოვს ამას შაირი,სიტყვის ბადაგი ღვინდება ადრე,ღრმად ვსუნთქავ ჩემი ქვეყნის ჰაერით,რომ ჩემშიც ღრმად და ლამაზად ჩანდეთ...და რითმაც სხვაში არასდროს გამცვლის,კვლავ თავს მომახვევსმელექსის სიზმრებს...მოვა ლექსი და თავისით დამცლის,ხოლო ცხოვრება შემავსებს ისევ.