↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბალახი

წიკლაური ხვთისო

2018-06-121 წთ საკითხავი1553 ნახვა

—
სად არ ვთიბეთ და ვმარგლეთ ბალახი, –ზღუდე ვუმაგრეთ სიცოცხლის ადგილს,შემოვაფლითეთ მთებს ყაბალახიდა ნაფლეთები ზვინებად დავდგით.ცეცხლით ჩავახშეთ შამბის ყაყანი,რომ აწვებოდა კედლებს და შუკებს...შევყარეთ დიდი ლხინის მაყარი, –ბნელი დავაფრთხეთ კაშკაშა შუქით.მაგრამ ის, მაინც,სავალს საჩვენოს,შეუჩერებლად, დღისით და ღამით,ფარავს ნელ-ნელადა ჩვენს გარშემომოისმის მისი ჯიუტი ჩქამი...ცელები ვცვითეთ,წლები დავხურეთშამბნართან ომში,მაგრამ ჯიუტადმოიწევს ის...და სხვა გაზაფხულებსჩვენი არყოფნის ამბავს მიუტანს.

წიკლაური ხვთისო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი