პოეზია · ლირიკა
მამის ხელები
მათ არ უსინჯავთ უხვი საუნჯეძუნწის ცახცახით და ხარბის ღელვით,გათოშილ მოძმეს ცეცხლი დაუნთესდა შეუმშრალეს ვაების ცრემლი.ნუგეშის შუქად შევიდნენ გულში,მშიერს მიაგეს ხემსად ხმიადი,შექმნეს ქველობის ტაძარი ლურჯი,უღრუბლო ცაზე, ვით განთიადი.მათ არ უსინჯავთ მდიდრული განძიდა არც მამონა დაუსვამთ ღმერთად,არამი ლუკმა გასწიეს განზედა მძიმედ გაჰყვნენ საკუთარ ერქვანს.მზეს ვფიცავ,ღირდნენ თვალის შევლებად,როცა ძირს დასცეს, როგორც ფიტული,მტერიდა გავდა ცის გაელვებასმახვილი _ მათგან ამოზიდული.განთიადივით ჩანს მომავალიდა მოქრის ჩემსკენ შეუჩერებლად.ჩემს ხელებს რამდენ რამეს ავალებსის, რაც აკეთეს მამის ხელებმა.