პოეზია · ლირიკა
მწყრები გალიებში
აქ, გალიებში დარდობენ მწყრები, –მონატრებიათ სხივი მკათათვის,მაგრამ მზე სადღაც თავისთვის წვებადა დღე სხივების ხიდზე გადადის...მათ ესიზმრებათ, ეს მერამდენედ,რომ ყანა თავის ასაკს ამთავრებს...და იმ ზმანებებს ფერად-ფერადებსჭრელი კვერცხებით გამოხატავენ.სევდიან ხმებით სავსე ჭურჭლები,რკინის მახეში როდის გაებნენ?ბუნება მაინც ბუმბულს უჭრელებსთავის წესზე და საღებავებზე...მათ თითქოს ქმნიდნენ ქალის თითებინაზი, ქალური შთაბეჭდილებით...ზედ აქარგიათ მწვანე მინდვრები,მერცხლის ყანები და ჯეჯილები...აქ, გალიებში დაგოგმანებენ,სადღაც ძაღლები დგანან ნაბულზე...არ უჩანს ბოლო იმათ ზმანებებსვერცხლის წვიმებზე და გაზაფხულზე...გმადლობთ, ცხოვრებავ,ძალიან გმადლობთდა ვერასოდეს ვერ შეგელევით:სიკეთისაკენ თეთრ სიზმრებს გვათოვ,ცხადში გვაკავებ რკინის ხელებით.