პოეზია · ლირიკა
ფიქრები ძველი არხოტის ნანგრევებთან
გზებს მიუყვებაკეხა და კიმხა, _თითქოსდა ლელაისევ აქ არის.უპყრია ვერცხლისსაყვირად ჭიმღასასადა მთების დუმილს აქარვებს.ლურჯ სევდას აღვრისმგზავრი ახიელსმოლს გვირილების აკრავს ღილები,მთები დათოვლილ დროშებს არხევენზეცას ღეჭავენ კლდეთა კბილები.ამ სიჩუმეში თეთრი საყვირი,არხოტის წყალი თეთრ ხმად იღვრება,ღრუბელი მღვრიე დუმილს ამყარებსრომ მოისმინოს წვიმის სიმღერა,მეხება მხრებზე ცივი ქუსლებითწვიმადა ხევზე ხმაურით გარბის.კედლები ჭოტის მოთქმას უსმენენდა გამარჯვებას ზეიმობს შამბი.