პოეზია · ლირიკა
შემოდგომა ასას ხეობაში
მივდივარ მგზავრიდა მიმაცილებსმდუმარე ნისლი – მთების დარაჯი,ხოლო აგვისტო – მკვდარი ყმაწვილიმქრქალი სექტემბრის წევს სუდარაში.და რაღაც სევდა სულის მხუთავისუფევსდა ამხელს უმაღლეს ტკივილსდა ტყე ხმაურობს ხმით საკუთარით,ჯადო მუსიკით,ფერით და სტილით.და მე მივდივარ,ნაბიჯს აღმართიმიდინჯებს,ასა ნისლისფერ ფაფარსაჩენს,მომყვება ჭკნობის ქალღმერთი,შრიალებს მისი ყვითელი კაბა.