პოეზია · ლირიკა
ცრემლიდან გასვლა
აღარ ვოცნებობ მშობლიურ წყლებზე,ვეღარ დამდაღოს აპრილის ცრემლმა.იმ დღიდან, როცა ზეცას ავხედე,თითქოს სამყაროს ცრემლებში ვწევარ.უნდა მიენდოს რაიმე უცხოს,სხვა რა უნდა ქნას ობოლმა ბავშვმა,და იმის შემდეგ სენივით მტანჯავსმარადი ჭმუნვა და თავბრუდასხმა.მეგონა, ვივლი ეული სოფლად.ვფიქრობდი, ქვეყნის ტალახი შემსვრის,მან არ ინება ჩემი დათმობადა დღემდე ვცხოვრობ სამყაროს ცრემლში.მაგრამ როდემდე? მეტყვიან, ალბათ(ვინ შეინახავს ბოლომდე ობოლს),_ ადექი, გასწი ბნელეთის გზებით,უცხო ცრემლში და კალთაში მყოფო!უკვე იწყება კიდეც ახალიყოფნა, იელვა მეორე გარსმა,ვინ გამომიყვანს მლაშე ცრემლიდან,ახალ სამყაროს ქარებში დამსვამს?!