პოეზია · ლირიკა
უკანასკნელი საღამო
ისე დაგშორდი, როგორც შორდებამდინარე მთებს და ხეებს ფოთოლი,წვიმდა და სველი ჭალების გასწვრივგულგრილად იწვა ნისლის კოტორი.ვიღაცა ხმობდა, სადღაც ფრინველებსედგათ ჟივჟივი, მარტოსულ ძერასსდევნიდა ქარი და ყრუდ ისმოდაფერდაკარგული არაგვის ხველა.შენ სადღაც, უკან, ხეობის ბოლოსდარჩი და წასვლა არსად გეწადა,დაჟინებული წვიმა და სთველიიდგა, ულმობლად სულს გიწეწავდა.მე კი დაგშორდი, როგორც შორდებამდინარე მთებს და ხეებს _ ფოთოლი,და საღამომდის, როგორც ვეშაპი,მომდევდა ლეგა ნისლის კოტორი.