↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მათხოვრისადმი

მჭედლური დავით

2017-07-122 წთ საკითხავი775 ნახვა

—
სალამი, ძმაო, მათხოვარო,რა ვქნა, დღესაც თვალს გარიდებ,_ ფული არა მაქვს!მე თანავუგრძნობ შენი ხელის მოწიწებას,შენს ინტელიგენტურ დგომასა დასასოწარკვეთას,მაგრამ მაინც თვალს გარიდებ _ფული არა მაქვს!სამაგიეროდ შემიძლია შემოგთავაზოუდღეური ჩვილებივით უბედურიჩემი ლექსები,ზამთრის ცივი ღამეების უძილობა,თვითმკვლელობის მანია და გაზაფხულისგულისწამღები მოლოდინი,სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს!სალამი, ძმაო მათხოვარო!შენი იყოს გამოქარული ამ კვარტლებისსიშიშვლე და ღამის წკვარამი,ნარკოტიკით და პორნოფილმებითგაბრუებულთა სუპერბუნაგები,მკვლელობათა სატელევიზიოგაკვეთილები,მკვლელთა აშლილი საღერღელი,მპარავთა და მეწვრილმანეთა გაფაციცება,და საერთოდ, შენი იყოსდუქნად ქცეული ეს ქვეყანა,სადაც ვინძლო მხოლოდ შენ ხარერთადერთი ღირსეული ადამიანი,სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს!ფული არა მაქვს, მაგრამ ინებეუფროსობასა და ქვეშევრდომობას შორისგამოჭეჭყილი ჩემი ცხოვრება,ჩემი ჩინოვნიკური სიბეჯითე,და ცრუქაქუნას თავგამოდებითკანცელარიის მაგიდაზემოფარფატე ჩემი ხელები,ჩემი ერთფეროვანი დღეებიდა ორსახოვანი არსებობა,სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს!ჩემი ძველი რეკვიზიტიც შენი იყოს,სადაც ჩრდილი ღრღნისლამაზ ოცნებებს, სიყვარულებს,მომავლის რწმენას, სიამაყეს, თავმოთნეობას,აბა, შენი შიმშილობა ჩემს სიყმილზემეტი რით არის, მაგრამ გმირი ხარ,შენ შესძელი ხელის გაწვდენა,მე კი ვერა, მათხოვარი ჯერჯერობითჩემს სულში ზის დასხვა მათხოვარ მბრძანებელთახელებს შეჰყურებს.სალამი, ძმაო, მათხოვარო,რახან ჩვენი სამშობლოს სახეგაწვდილი ხელითსაქვეყნოდ გაქვს გამოფენილი,შენი იყოს ავაზაკთასახელმწიფო აღტკინებანი,მათს სიფათებზე გამოყრილი გაიძვერობა,ხმაურიანი კამპანიები,მიტინგები და პლაკატები,ვინძლო შენა ხარ მაგათ შორისყველაზე უფრო ღირსეული ადამიანი,სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს.სალამი, ძმაო, მათხოვარო!შენი იყოს ეს ქალაქი და იმისიყველაზე უფრო ლამაზი სკვერი,და საუკეთესო მარმარილო,და საუკეთესო ოსტატის შთაგონება,ძეგლის ღირსი ხარ, ჩემო ბატონო,დიდ ხანია, ძეგლის ღირსი ხარ!სალამი, ძმაო მათხოვარო!სალამი, ძმაო, მათხოვარო!დღესაც ისევ თვალს გარიდებ,ფული,ფული,ფული არა მაქვს!

მჭედლური დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი