პოეზია · ლირიკა
შენთან განშორება
როგორც ავაზას სისხლიან ბილიკსდა ზიანს მსახვრალ ტორის შეხებით,გაურბის შიში –ცქაფი და ფრთხილი –მარდი ირმის და არჩვის ფეხები.ისე გამირბის შენთან შეხვედრისწუთი და წელი,წეროთა ზარით.ასე გაურბის ფოთლებს ვერხვები, –საკუთარ ბგერებს გაურბის ზარი.მოქანცეს ფრთები გზებმა, განვლილმა,სხეულშიც ტყვია ჩამისხეს თურმე,ბოლავენ ჩემი თმები, კვამლივითსტოვებენ ქალას – ფიქრების ღუმელს.ჩამოწრეტილა შავი დალალიშენიცდა ჭირხლის ფერს ეგუება,ჟამმა სიხარულს უთხრა დალაი,გამოიტირეს ღამით ბუებმა.ჩაიწვა,ის რაც წლებით იძლია.მინავლდა, როგორც მოლზე მთიბლური.შენ აღარ მოხვალ.შენ შეგიძლია,რაიც გამირბის, რომ დამიბრუნო.