პოეზია · ლირიკა
ჭაბუკი პოეტის სიკვდილი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ვახტანგ ნადარეიშვილს
მომაგონდება... თუ რა ტანჯული,მოკლე ცხოვრება ჰქონდა გავლილი...რა მორცხვი იყო, ყუჩი, რა ჩუმი,როგორც გზის პირას მდგარი ყვავილი.
მის გულის ფსკერზე წყნარი ნათელიდაუქრობელი ენთო მარადის,იმ ნათლის შუქით ჩამონადენილექსით იღწვოდა ლექსის ხარატი,სიტყვის ეჯიბი, რითმის მსტოვარი,(არ მისცა ჭლექმა მღერის უფლება!)ვაჰ, გაჰქრა, როგორც შუქი მთოვარის,აწ, მოგონებით მესაუბრება.
თვალში გვაკლიხარ, გულში კი არა,რათ იქეც გულის ამომკირავად,შენ, გასრესილო ცხოვრების ვარდო,ჩამოცვენილო სიცოცხლის კართან,განა დაგკარგეთ პოეტი მარტო,არა, ტკივილი სხვაც გვაქვს მის გარდა!
შენ ხომ მამულის შვილი იყავი,წინ მოგელოდა საქმე ურიცხვი,შენ ბევჯერ უნდა დაღლილიყავიმშობელი ქვეყნის სამსახურისთვის.რა ინაჩუქრე ქვეყნად ამდენი,რომ დაიმსხვერი უცბად, ვით ზვირთი,რათ ჩამოვარდი, ვით შევარდენი,რათ გვაზიდვინე ამ კუბოს ტვირთი?სად ირხეოდა ის ხე ბოროტი,რომ შეგიმზადა კუბოს ფიცარი?რატომ ძირშივე არ მოსტყდა ტოტიდა არ დაემხო დასამიწარი.ნეტავ რათ უნდა სიკვდილს პოეტი,განა სიკვდილი მღერის ან გალობს?ცრემლიან სიტყვით შენთან მოვედი,ჩანგო მსხვრეულო, დღეო ჩამქრალო!მაგრამ მიწიდან გულს კვლავ ერხევი,ამოიზრდები, ვიცი, ყვავილად,ჩვენს გულს, ჩვენს ხსოვნას შემოეხვევი,ოხ, რომ იცოდე, რა საყვარელად!არ დაბნელდება გულის ლაჟვარდი, ―პოეტის გული, ლამაზი ეგზომ;მშვიდობით, ვახტანგ, უშლელო ვარდო,უმღერებელო,უთქმელო ლექსო!