↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წყნეთური ვარდი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-133 წთ საკითხავი20041 ნახვა

—
„Я еду сегодня вечером в д. Мцнети.―Зачем? ―А затем, что она там. Мать еяпросила провесть с ними несколько дней.Каковы должны быть эти дни? Ах! მაშმოჰკვდი, ბზზ!“ნ.ბარათაშვილის წერილიდან მიხეილთუმანიშვილისადმი. 1838 წ. 6 აგვისტო.
შენ ერთხელ წყნეთში რომ ზაფხულობდი,შუქმოელვარე ლამაზი ქალი,მოგმართავ სიტყვით ასი წლის მერე,იქ, სადაც შენი ფეხის სჩანს კვალი...იყავ გულტკბილი, იყავ პირვარდი,იყავ წელნაზი, მტრედულ ფრთხიალით,თუ შაქარტუჩა, თვალშვენიერი,თუ ძუძუმარწყვა და შოლტა ქალი?იყავ კისკისა, თუ სევდიანი,იყავ პირსავსე, თუ იყავ მქრქალი?იყავ ალმასებრ აელვებული,გქონდა ცისფერი თუ შავი თვალი?მონარგიზული სახე თუ გქონდადა ღაწვის თავზე თუ გაჯდა ხალი?თუ იყო ბრწყინვა შენი ღაწვისაპოეტის სულის ნაქროლი კვალი?მარგალიტური შუქის მთოვარითუ იყავ გიშრის ბრწყინავი ალით?გიყვარდა ლექსი თუ არ გიყვარდა,რომანტიული თუ გადგა მჭვალი?ვის უძახოდა შენი ბალიში,ვის უნათებდა ტუჩების ლალით?დასწვი რამდენი კოცნის კოცონითდა ვისი ტრფობის შენ გწვავდა ალი,იყავ მართალი, თუ ცბიერებითმეგობრის გულში შენც გედო ბრალი?გყავდა ტარიელ, თუ ავთანდილადქარიბღერტია გუსარი ხმალით?მართლა გიყვარდა ენაჭრიჭინა,ულვაშის წკეპით, ყბედობის ძალით?მართლა გიყვარდა მოფატმანება,თუ მთვარის შუქზე ოცნება მკრთალი?დიდხანს იცოცხლე, თუ ცრუ საწუთრომმალე მოგთხოვა თავისი ვალი?ისიც არ ვიცი, ახლა სად წევხარდა სად იფშვნება დღეს შენი ძვალი...მაგრამ ის ვიცი, თვალშვენიერო,და მისთვისა ხარ ამ ლექსში თქმული,რომ სამი ლამაზ დღით გაახარეოდესღაც წყნეთში პოეტის გული...შენ იყავ მისი გულისუფალი,მისი სულისმზე, მისი ნათელი.განა არ გახსოვს წყნეთში, ცაცხვის ქვეშმისი შენდამი შემონათვალი:― ხარ სამუდამო ჩემი ოცნება,მფეთქავო ჩემი სულის თრთოლვაში!შენ ხარ ნიავი მტრედის ფრთებისა,ჩემს სულს მიაფრენ საღვთო ქროლვაში!დახატულ მტრედზე უფრო ლამაზო,ჩემი გულის ცა გინათებია;მიშველე, ლამის ყინვამ დამაზროსყინვას ქარბუქი მიმატებია!გულო, რამდენი გულმა გეძია...განა რას იტყვის სიტყვის ღაღადი,როდესაც სული სულში გადადის,და გული გულთა შენატკეცია!და როცა, ალბათ, შენ გაუღიმე,გულსაც შეჰპირდი ალბათ, ზეპირად,პოეტს ეგონა, თითქოს იმ წუთშითავს მტრედის გუნდი გადმოეფინა...
*გახსოვს, წყეთში რომ თავს გევლებოდა,თავს დაგხაროდა, წყნეთურო ვარდო?იქნებ არც გახსოვს, იქნებ არც იცი,რომ უკვდავება მას იცნობს მარტო!
*დღეს მომაგონდით წყნეთში, ცაცხვის ქვეშ,შენ და ბრწყინვალე შენი მგოსანი...იყავ ბედნიერ, რომ გულის ვარდადგახსენებს ლექსის გვირგვინოსანი...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი