↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წინაპრებს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-132 წთ საკითხავი20038 ნახვა

—
”აქა დაბნელდა მზე, ასე რომე წერაი აღარეგებოდა და კალატოზნი აღარ ხედვიდეს საქმესა.თუე იყო ივლისი, დღე პარასკევი, ქორონიკონი რმ(1460), თუ რაი მოხდების, ღმერთმან უწყის...”XV საუკ. მინაწერი
მზე დაგემალათ, მზემ გიღალატათ,მზემაც ინდომა ერთხელ შაბაში!..არც დილა იყო, აღარც დაისი...შიშით გეკროდათ ცოლი და ბავშვი,ბნელმა გაგხადათ უხილავადა!გაგიწყრათ ღმერთი ადონაისი!
შესწყვიტეთ შრომა, გარჯა და ლხინი,სადაც ისმოდა ცხენის ჭიხვინი...მისჩერებოდით ცაზედ ერთ წერტილს,ვეღარა სწერდით, ან რას დასწერდით?შიშით და ზარით გული დაიწვით...და ჰკითხულობდით ზარდაცემული:“თუ რა მოხდება, ეს ღმერთმა იცის...”
*ისევ გაბრწყინდა ცანი ცათანი;მზეს ვერ ჩაყლაპავს ლევიათანი!და ისევ ისე ჭანდრების ჩრდილშიხმები გმირული დააგუგუნეთდა გააგრძელეთ კვლავ საუკუნე!
*თქვენ აღარა ხართ, მშვიდობა თქვენდა!გადაგეყარათ გულზე ნაცარი.დაირღვა, რაც ი თქვენით აშენდა,მიყუჩდა თქვენი ნაავკაცარი.ბევრჯერ თქვენ მერეცმზეს გველეშაპმაყელზე მოაგდო შავი ბაწარი,მაგრამ რაც მოხდა, ერთი არ არი?ღრმა საფლავებში ხომ გაასწარით!
*მზე თქვენი წილი ჩამქრალი არიდა გულზე ცეცხლი მოჭიდებული...მზე დღეს ჩვენია გააქვს ბრიალი,ბრწყინავს სხივსავსე და დიდებული!არ გვეშინია მზის ჩაქრობისა,ჩვენ მზე არასდროს დაგვიბნელდება!არა გვჩვევია ბუნების შიში,წარკვეთილება, არც დაფეთება!ვხედავ სამშობლოს გამზიანებულს,ფრთას იფართოებს ჩვენი ოცნება;ითხრება მონის მონური სულიდა ფესვიანად გაიტყორცნება!თქვენ საფლავებზე ვდგავართ ამაყად,ერთპირ, ერთსიმხნით, ერთძლიერებით,ჩვენს მზეს ვუყურებთ გაჩახჩახებულს,მისი ნათელით ბედნიერები!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი