↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წიგნი „ქართლის ცხოვრება“

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19199 ნახვა

—
გაშალე... ყველა ფურცელიარი ფოლადის ნაცარი,დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,დევკაცთა ნამამაცარი.
გაშალე... ყველა ფურცელიგულზე ნაწოლი ლოდია...დოლბანდიანი ჯარებისიკვდილის პირით მოდიან.
შავი დროშები ნისლივითსამშობლოს დაეფინება,ხმალს სისხლის ორთქლი აუვა,სიკვდილით დაიკბინება...
საფლავად გაემზადებაციხე-გალავნის თხრილები, -ქალი და ბავშვი აწყვიაკოშკიდან გადმოყრილები.
ისმის ტყვეების ჟღივილი,კვამლში ბღავიან ხარები...ქერქებგახდილი ხეებიდამწვარი ნასახლარები...
და რაც თმას ყალყზე აყენებს,რაც მწარედ გვემახსოვრება, -ქართლის მკვლელობის ძველ ამბებსუწოდეს „ქართლის ცხოვრება“!
1928
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი