↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვილანელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ყოველივე ქარია და ჩვენება!ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია...მარადია ერთადერთი: შვენება.
ყოველგვარი ღამეების თენება,კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია,ყოველივე ქარია და ჩვენება.
ყოველივე მერნის გადაჭენებანათქვამია, როგორც ძველი არია...მარადია ერთადერთი: შვენება.
ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება.მოსაწყენი, მგლოვიარე ზარია,ყველაფერი ქარია და ჩვენება.
ყოველივე: ცხედრის გამოსვენებამხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია,მარადია ერთადერთი: შვენება.
სამუდამო ძილი და მოსვენებაროგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა...ყველაფერი ქარია და ჩვენება,
მარადია ერთადერთი: შვენება.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი