პოეზია · ლირიკა
კარმენი
მწიფობის სუნი ასდით ბალახებს,მწიფობის სუნში თვრება ბალახი,ამხელს და თითქოს მაინც არ ამხელს,რომ კიდევ რჩება გადასალახიერთი ნაბიჯი_ყველაზე მძიმე,ყველაზე ტკბილი და მაცდუნები,მწიფობის სუნში ჩამოღვრილ წვიმებსმაღლა აკავებს ალღო ბუნების
ყველაზე ადრე ღამდება შენთვის,რადგან შენ იცი სიბნელის ძალა,რომელსაც მდუღარ ძარღვებში მალავ,რომელიც ჰაერს შუქივით ერთვის.შენ შეგიძლია ყველაზე ადრეიგრძნო ღალატის ჩურჩული გულთან,რადგან არასდროს დაეძებ საყრდენსდა სისხლში სიტყვებს არასდროს ურთავ.შენი სიტყვები სისხლია თავად,ისინი ჰგვანან მდინარეს,რომელიც წავადა სიყვარულიც წავა აგრეთვე.
კარმენ,მე მახსოვს,როგორ მელოდიდა როგორ კვნეტდი ბალახის ღერებს ,მკერდს გიწამლავდა ის მელოდია,ჩემმა თითებმა რომ იგრძნეს მერე .წვიმები უკვე მხვდებოდნენ გზაში,დავიწყებოდა გზები წვიმასაცდა მე გუმანით ვგრძნობდი წინასწარჩემს დამარცხებას_ტკბილსა და საშიშს.მე მივაღწიე მინდვრის პირამდე,როგორც მლოცველმა ნესტიან ეკვდერს,ისიც ვიცოდი,რომ გამწირავდი.და განწირული ბალახში ვეგდე.კარმენ შენ ყველა ქალის სანაცვლოდჩამჭიდე ხელი და გამიტაცეჩამჭიდე ხელი და გამიტაცე,წვიმა ვიყავი და წვიმამ დამაზრო,წვიმა ვიყავ ვიქეც მიწაზე.კარმენ, შენ ყველა ქალის ტუჩებითმკოცნიდი, როგორც ალი მთუთქავი,მკერდს მიშიგნავდა ვნება უჩვევიდა ყველა ქალის სუნთქვით სუნთქავდი.წვიმამაც განაგებ დაიგვიანა,ღრუბელმაც განგებ რაღაც ანიშნადა, როცა ჩემი იყავ მთლიანად,შემოეხვიე მინდორს ზარნიშად.მე ორი მრგვალი სამოთხის გულშიჩავყვინთე მაშინ და სამოთხემაცგაიზიარა ჩემი მოთმენა,დაკოცნა ჩემი თვალები მრუში.კარმენ, მე ვგრძნობდი, რომ ვარსებობდი,რომ მეც ვმღეროდი იმ სიმღერასთანდა ყველა ქალის ვნებით შებორკილსხეულს იმათი ხარკიც ემართა.უმალ იმ მიწის წვიმაც მოვიდადა ძარღვებივით ლურჯი რუებითავბრუდამხვევ და გამაბრუებელსიზმრებს აფრთხობდნენ სიმარტოვიდან.იქ ეგდო შენი პატარა ჩანთა,მრგვალი სარკე და მაღალი წინდადა იმ სარკეში თვალნათლივ ჩანდა,რომ მხოლოდ ჩვენთვის ქუხდი და წვიმდა.რომ მოდიოდა სიცოცხლე ცალკე,ჩვენ კი სხვა მხარეს ვეძებდი ნაპირს,გადაბრუნებულ მიწას და სარკესსხვა ვარსკვლავების ეხვია ქაფი.კარმენ, იქნებ მე გადაგარჩინე,რომ იმ სარკეში არ ჩამიხედავს,რადგან სხეული გრძნოდა საშინელშუქს, რომ დამფლეთდა ბოლოს ისედაც.
შენ ვერასოდეს დაგაბრუნებენიმ ძველ საწოლში, ღმერთო, რატომღაცშენ ყველა კაცის გვერდით მარტო ხარდა არასოდეს ებრძვი ცდუნებებს.შენ ყველა კაცთან ნაწილ და ნაწილკვდები, ცისკრისას რომ გადნე სუმთლად,ჯერ მოუსვლელი წვიმები გაწვიმს,ჯერ დაუმდგარი ზაფხული გთუთქავს.შენ არასოდეს ითხოვ შენდობას,რადგან საკუთარ სიმართლეს ებრძვი,მხრებზეც არავინ ჩამოგეყრდნობა,არ დაიჩოქებს არავინ შენს წინ.და არც გჭირდება ბევრჯერ ნათრევიერთგულების და ტრფობის სიტყვები,ვერ დაისერავ მკლავს სამართებლით,შენ დამთავრების შემდეგ იწყები.შენ მართალი ხარ ჭრილობისათვის,შენი სიტყვები ჰგვანან მეომრებს,რადგან ცხოვრება რასაც გასწავლის,შენ უკვე იცი და იმეორებ.ხან ცხელ ლოყაზე გისვამენ ნახშირს,ხან გახსენდება, რომ მოკვდი გუშინდა გადადიხარ ქალიდან ქალშიროგორც მზის სხივი სხეულიდან სხეულში.
თითქოს ლღვებოდა ეგ თბილი ტანი,ეგ თბილი წელი, ეგ თბილი ძუძუ,გახარებული ამხელა ღამითთვალის გუგებში ვქოლავდი უძლურწმინდანის ცრემლს და სინანულს, მაგრამსანამდე უნდა ჰგვემო და ჰქოლოსისხლი, რომელიც გაყვირის მხოლოდ,რომელსაც ცხელი ზის დაღი აკრავს.ბოლოს ყველაფერს ფასი დაედო,რაც ბუნდოვანი იყო აქამდედა ვარსკვლავებიც მოკვდნენ საერთოდანდა სამყაროს იქით დაქანდნენ.შენ მომაწოდე წყალი, რომელსაცტუჩებს ვერავინ ვერ აკარებდა,შენი ხმაც უფრო იქით მომესმა,უფრო შორიდან და შენს გარედან.მაინც დავლიე და მოვიწამლე.რაღაც უკვდავი შხამით ნაკვები,შორი მანძილი იყო მიწამდეხოლო შენამდე-უფრო ნაკვები.იქ ანათებდა შენი ბაგენი,როგორც სამსხვერპლო ქვაზე ნიშანიდა მივხვდი, მაინც რომ მოგაგენი,შენი სურნელიც რომ შევიცანი.
თენდება...გაბნევს უხი სინათლედა ქრიზანთემას მინდვრის სუნი სდის,შენ ვერ გაგწირეს სიყვარულისთვის,შენ მხოლოდ პეშვი სითბო ინატრე.თენდება.. რბილად ცახცახებს ნეკნი,რა ქნას სურვილმა, გზადაკარგულმა,და, როგორც ფოთლს ფოთოლი, ვეკვრიგრიგალს, რომელიც ტანში დაბრუნავს.მივფრინავ, თუმცა უმოძრაოდ ვარ,რაღაცას მცხრალი მთვარეც მანიშნებსდა მოქირქილე სულის საოხადხელებს ჯვარივით ვაწყობ ბალიშზე.შენ იყურები აღლა და მაღლადა თითქოს უკვე გარბიხარ ჩვენგან,როგორც ნახევარადჩაძირულ გემბანს,ისე სასტიკად და დამღუპველად,რომ გრძნობ: თვალებში, გულში, სიზმარშიგაგიჟებული ქარი უბერავს.მეც შენთანა ვარ! ჩვენ გავასწარითსაკუთარ ნაბიჯს და გზას გვიღობავსდამიზნებული ყელზე ბაწარი:მოვალეობა და გულგრილობა.შენ გაიმარჯვე! მე შენთანა ვარ,სიკვდილის წრიდან ვცდილობთ გაძვრენას,შენ გაიმარჯვე, უფრო ტამამდ!არ შეგაშინოს იმ სიმკაცრემაც,რომელსაც როგორც სასჯელს მოველით,რაც გვიქადაგა ყველა ქადგა,რა უცნაურად გვტკივა ყოველიკოცნა და თითზე თითის გადაბმა,რა ეშველება მითხარი, კარმენ,ჩვენს ვნებებს ციცქნა ქალაქის თვალწინ,მოგვიხურავენ დაცინვით კარებს,ვერ შეგვიფარებს ვერავინ აწი.ვინ გაიმეტებს ორიოდ ლუკმასიმარტოვეს და სიჩუმეს ჩვენთვის,წყეული მთვარეც ანათებს უქმად,ყველა ხის ძირთან მიგვასწრებს ღმერთი,და ყველა სარკმელს ბნელით შებურავსრომ ყველა ცაზე ჩაქრეს მთიები,ჩვენ გავიმარჯვეთ, გამარჯვებულებსსიყვარულს არარ გვაპატიებენ.