↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!

ბაძაღუა თამაზ

2012-09-121 წთ საკითხავი2711 ნახვა

—
ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერებიილუზიაში და მოლოდინში,რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელიდა ტირილით შევბრუნდე სულში.ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები-ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,რომ გაყინული ჭრილობა შეთბესდა ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამგამახსენოს ჩემი სიმხდალე-უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...საუკუნეა არ უთოვია!საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,აღარავინ აღარ ლოცულობს!
ბაძაღუა თამაზ

ბაძაღუა თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი