პოეზია · ლირიკა
*** "რას დაიტოვებ ჩემგან..."
რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან,მე კიდევ ერთი დიდი დღე მინდა,შუაღამისას მოსულ თემიდასჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.რა უსიზმრებო სიზმრებში ვხრჩოლავ,ჩემივე კვამლი ნესტოებს მიწვავსრა მინერალებს აღაგზნებ, მიწავ,ჩემგან, სხეულის ჟანგო და ძრწოლავ,თქვი, რას გპირდება წყვდიადში წოლა.რადგან სიკვდილი დამთავრდა... იმისბოლოდან უკვე იწყება ღმერთი,შენ დაიტოვებ ჩემს ბოლო ღიმილს,რომელიც მალე გახდება შენთვის _შუქი ან სისხლი, ჯვარი ან ქიმი.თქვი, სანამ ერთი დიდი დღე დარჩა,სანამ შენს თვალში სამყარო ტირის,სანამ ჩაჰყურებ წმინდა ქარაფებს,შენი ფხვიერი და ცივი პირითსანამ ბალახი ილაპარაკებს.