პოეზია · ლირიკა
არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას
არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას!ხვალაც ამოვა ის დიდი, მღელვარე მზედა გულის სარქველს აგილოკავს ცხელი ბაგეებით.ნუთუ გგონია უკანასკნელ სიყვარულსაცასე იოლად გადაურჩები?შენ აქ ვალს იხდი, მაგრამ დღისით,შემოდგომის ნაღვლიან წვიმაშიდაინახავ, რომ ხეებს უცნაურად ეცვლებათ ფერიდა შეგაშფოთებს შემოდგომის წვიმის სიცივე.არა, ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას,თუ ღმერთმა მოგისაჯა, რომ შენს სულში,როგორც სანაგვე ყუთში,იყრებოდეს მთელი დღის ჩენჩო.ღამით ხომ ფრჩხილებივით იზრდებიან ტკივილები.შენ წახვსლ ტანჯვის ბილიკებით,ხოლო შენს სახეს გადაფარავს ღიმილის მტვერი,ღიმილის მტვერი გადაფარავს შენს მწარე ღამესდა დაობებულ სიზმარიდან გადმოაბიჯებ.შენ ის კარი ხარ-გრიგალი რომაქეთ-იქით კედლებს ახეთქებს,შენ ის კარი ხარ-სუყველას რომ შეუძლიაგასვლა-გამოსვლა,შენ ის კარი ხარ-სამუდამოდ ღია და ცივი.