↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე"

ბაძაღუა თამაზ

2001-08-121 წთ საკითხავი2703 ნახვა

—
ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდევერც სიყვარულით და ვერც იმედით,სად არის ქალი, რომ გამყოლოდესიმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,და საკუთარი წამართვა ლანდიც.მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდიხან ღმუილით და ხანაც სიცილით,ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.შენ _ განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?მარადიულო დღეო და ღამევ,ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინცჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე,ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,თუ მხოლოდ ეს ვარ _ უტყვი ჭურჭელი,რათა ბოლომდე ავივსო შენით.
ბაძაღუა თამაზ

ბაძაღუა თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი