↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფერიცვალება

გონაშვილი მაყვალა

2026-07-181 წთ საკითხავი1112 ნახვა

—
ეძებდნენ ერთ-ურთს, ვით გამართლებას,ღმერთი და კაცი, კაცი და ღმერთი,მე კი დაჭრილი ფრთები მეჭირა,თქვენ რომ მარაო გეგონათ თეთრი.
მე არც კი მახსოვს, როგორ შემაჭრესფრთები და ზეცის კარი დამიხშვეს,ჯერ ამიხილეს თვალები, მერეზეცის ეკლიან მკერდზე გამიშვეს.
და მიწა, როგორც დაღლილი კაცი,ჩემგან ითხოვდა შველას და ალერსს,ხან მიწყრებოდა სულ უმიზეზოდ,ხან მპირდებოდა ზურმუხტს და ლალებს.
ეჭვიანობდა უზომოდ ქარზე,ხანაც მიგებდა ფეხთ იის ნოხებს,მე ვიცი, თუკი ერთხელ დავეციანდა დავხარბდი, გულს მოიოხებს.
ზეცა ხარხარით და მუქ-ლურჯ თაღებსშეზარავს ჩემი ქალთან მსგავსება,მუხლი სუსტი და თვალები ხარბიდა წამიერი ვნებით ავსება.
ნუთუ არ იცის ცამ ყოვლისმცოდნემფერიცვალება რისი ბრალია,რომ ფრთებდაჭრილი და თვალხილულითვით ანგელოსიც სუსტი ქალია.
ეძებდნენ ერთ-ურთს, ვით გამართლებაღმერთი და კაცი, კაცი და ღმერთი,მე კი დაჭრილი ფრთები მეჭირა,თქვენ რომ მარაო გეგონათ თეთრი.
გონაშვილი მაყვალა

გონაშვილი მაყვალა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი