პოეზია · ლირიკა
სამების კართან
ნ. ხერკელაძესუკვე მოვედით სამების კართან,უკვე ავლიეთ მთები ალევის,და უმიზეზოდ ვარ სევდიანი,როგორც სიზმარში ნამტირალევი.რას არ გაუძლო ტაძარმა დღემდე,რა წვიმებს, ელვას, ღმერთო, რა ქარებს,ისე ლამაზი არის ყოველი,ლამის ელდისგან აქვე გავქვავდე.შენ მეკითხები, რად ვარ მოწყენით,აჰა, დღეობა, ცხენით ჯირითი,მთები გვირილით მოგვირისტულიდა საცალფეხო ცისკენ ბილიკი.მაინც გულს დარდი რად მიღრღნის ასე,რატომ არა ვარ დღეს ბედნიერი?ტრადიციების ძველ ნასუფრალზერად ილხენს ჩემი დაღლილი ერი?რას მეტყვი, ძმაო, რით მანუგეშებ?რის მაქნისია სიტყვა ლიტონი,ვერც აქ ვიპოვე, ამ სამოთხეშიამ ჩემი სულის პარაკლიტონი.დრო იყო ამ მთებს, ამ გზებს, ამ ტაძარსსულ სხვანაირი შუქი ებურა,და ხევისბერიც, სოფლის ნამუსი,შენს ფერ-ტილოზე გაქვავებულა.სად არის ის გზა, ჩვენ რომ გავკვალავთ?ფუჭ ფაცი-ფუცში გადის ცხოვრება.რას ვეტყვით შვილებს ჩვენს გმირობაზე?გვეყო წარსულით თავმოწონება.ვინ უნდა გასცეს კითხვას პასუხი?ერის ტკივილი ვინ დაიტიროს,ჰო, დიდი საქმე, ხვალ მე ლექსს დავწერ,შენ ფერადებით მოხატავ ტილოს.და საკუთარი საქმით და ფიქრით,ჩვენც დავყუჩდებით და დავმშვიდდებით,და გაგვიტაცებს ქალაქი თავისდღეობებით და პანაშვიდებით...დაგვავიწყდება, რომ უნდა ვიყოთჩვენი თავის და ფიქრის უფალი,ჩვენს მიტოვებულ სოფლებს დაივლისქარი _ ერთგული ჭირისუფალი.