↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღვთისმშობლის მონოლოგი

გონაშვილი მაყვალა

2001-08-121 წთ საკითხავი1135 ნახვა

—
რატომ დამხატეთ მწვანე წალკოტშიბაგით მღიმარით? თვალებით მშვიდით?თქვენ ხომ არ იცით, როგორ გავრბოდი,ნაკვალევს ცრემლით როგორა ვშლიდი,თქვენ ხომ არ იცით, როგორ ვეწამე,როგორ ვთრთოდი და როგორ ვტიროდიდა ჩემს სარკმლიდან შემოსულ ლანდებსჰქონდათ პროფილი დიდი ჰეროდის.ვნება _ზმანება, შვილი _ სიშორე,სისხლის ცრემლებით გამოტირება.რწმენა _ სიმაღლე, გოლგოთა _ ჯვარცმა...მამაუფალმა ასე ინება.ჰო, აღასრულა, რაც გარდუწყვიტეს,რაც დაუწერა განგებამ ბედად,თქვენთვის ის ღმერთის ძეა მაღალი,მაგრამ მე მაინც დედა ვარ, დედა.და მეც ვიტვირთეE თქვენი ცოდვები,მეც რწმენის ჯვარზე ათასჯერ მაცვეს.ზეცის ბილიკზე დამზრალ შროშანებსცრემლებით რწყავდა შემკრთალი მაცნე.სხივი, რომელიც გინათებთ გზაწვრილს,ჯვარზე გაკრული ღმერთის წულია,ხეებს რომ ასე აკვნესებს ღამით,ქარი კი არა, დედის გულია.თუ განსაცდელი ელის ქვეყანას,დღეები სევდით თუ დაიბინდა,გფარავდეთ ჩემი ტანჯული შვილი,მამაუფალი და სულიწმინდა.
გონაშვილი მაყვალა

გონაშვილი მაყვალა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი