↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიტყვა

გონაშვილი მაყვალა

2026-07-181 წთ საკითხავი1115 ნახვა

—
შრიალებს სხეული,ვერხვივით შრიალებსწაქცევის შიშით...იმ ბოლო სიტყვამდეპირველად, პირველისბაგიდან ვიშვით.ჩემს მკერდთან ეძებეთ,ისარი, რომელიც სამიზნეს ასცდა.რა ჟამი დამდგარა, ჟამი უჟამურიუსიტყვო კაცთა.
მე მაინც გავრითმე, ლექსებად ვაქციესიტყვების ფეთქვა...მამაო, უსიტყვო წყვდიადშივით გასძელ? ან რაი გერქვა?
_ სიტყვა ვიყავ!ვიყავ მუდამ!სიტყვა ვარ დასიტყვად ვრჩები!სიტყვა _ თქვენი გადარჩენა.სიტყვა _ ჩემი განაჩენი...ერთი დიდი სიზმარიაყოველივე დანარჩენი.
სიტყვების ტყე...სიტყვების ტყვე...სიტყვა _ სეტყვასიტყვა _ ტყვია.ირგებ სიტყვებს, როგორც გვირგვინსქვემძრომი და თვითმარქვია,როცა სიტყვა ტლუთა ტყვეაიფოთლება ანარქია.
სიტყვა _ სული, სიტყვა _ სრული...სიტყვა – სევდა. სიტყვა _ დედა.თუმც შვილივით ვზარდე სიტყვადედასავით დამიბერდა.ერთი სიტყვით,მხოლოდ სიტყვისმსახურება დამებედა.
სიტყვა _ მკვლელი. სიტყვა _ მჭრელი...სიტყვა _ ჭრელი, სიტყვა _ ხაზი...სიტყვა _ ნება. სიტყვა _ ვნება,ტკბილი, როგორც ალვახაზი,ლოცვის მტევნებს დაიმშვენებსუსიერ ველს, უსურვაზი...
_ სიტყვა ვიყავ!ვიყავ მუდამ!სიტყვა ვარ დასიტყვად ვრჩები!სიტყვა – თქვენი გადარჩენა.სიტყვა _ ჩემი განაჩენი!ქარია და სიზმარიაყოველივე დანარჩენი...
გონაშვილი მაყვალა

გონაშვილი მაყვალა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი