↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვალი

გონაშვილი მაყვალა

2026-07-181 წთ საკითხავი1112 ნახვა

—
არა მარტოდენ მამულის, ანდა,არა მარტოდენ წინაპრის ვალითსაქართველოში ათგზის ძნელიაიყო პოეტი და იყო ქალი.ეს იმას ნიშნავს, რომ ცალი ხელითაკვანს არწევდე, სად სხივი ჩადგა,ხოლო მეორით კემსავდე ძველიმეტაფორებით გაცვეთილ ფარდაგს,იყო ერთგული ცოლი და დედა,თანაც ფეხდაფეხ სდიო ქარაშოტს,ეს იმას ნიშნავს, ვით ცეცხლს ფარვანასიკვდილს ბავშვივით შეეთამაშოდა სხვა კეკლუცი ქალების დარადარ შეგისრულდეს ნატვრა აროდეს,არ იყოს ვინმე სიმარტოვიდანშენს დასახსნელად მოუხაროდესეს იმას ნიშნავს არ წაიჩოქო,სანამდის ძალა გიდგას მუხლებში,ეს იმას ნიშნავს, იყო ქალღმერთიკაცის და მიწის მძიმე უღელში.არა მარტოდენ მამულის, ანდაარა მარტოდენ წინაპრის ვალით,საქართველოში ათგზის ძნელიაიყო პოეტი და იყო ქალი.
გონაშვილი მაყვალა

გონაშვილი მაყვალა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი