↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქვის კარიბჭე

გონაშვილი მაყვალა

2001-08-121 წთ საკითხავი1116 ნახვა

—
მზე დაიღვენთა,ქვის კარიბჭეს ჩრდილი მიადგა.მე გიწვდი ამ გულს,როგორც ლოცვით ნაქარგ იადგარს.თითქოს ამ კართანმე ოდესღაც ვიდექი უკვედა ხმა უცნობიმაფრთხილებდა მიწის ბინადარს.მახსოვს მე ის ხმადა სიტყვები დამვიწყებია.მახსოვს თვალები,მაგრამ სახე დამვიწყებია,მახსოვს ნუგეში,მაგრამ სევდა დამვიწყებია,ავი სენივით დავიწყება გადამდებია.გამიღე კარი,გევედრები,გამიღე კარი...ვყვირი და ფრჩხილებსსიმწრისაგან ძირამდე ვიკვნეტ.იქნებ ძახილი ჩემი არისსუსტი და უხმოან კარის იქეთუკვე არვინ არ არის, იქნებ?!ან იქნებ სულაც, ვეღარა მცნობ,ვიცვალე სახე?და აღარ ვგევარ შენგან სრულქმნილსახლა სრულებით?და სხეულს ჩემსას,მირიადი წლებით განბანილსაღარ ატყვიაშენი წმინდა ნათითურები?სხივს გამოვყევი,სამზეოდან სხივი მეძახდა!მინდოდა ერთხელ მაინცშენი სახე მენახა.დამვიწყებოდა მსურდაქვეყნის დავიდარაბა.აქ კი დახშული დამხვდაყველა კარი, დარაბა!ო, გევედრები, ოდნავ მაინცშემიხსენ კარი.
გონაშვილი მაყვალა

გონაშვილი მაყვალა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი