↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოჯინების სახელმწიფო

გონაშვილი მაყვალა

2026-07-181 წთ საკითხავი1116 ნახვა

—
ნეტა, ვისი ხელი გმართავთხისთავიან კაცუნებს,ხმა უცხოა, რიხი უნდო,თქვენ ტუჩებს აცმაცუნებთ.ვერას ხედავთ, ვერვის ამჩნევთ,ასე ვინ გაგიმეტათ?და კვლავ ვრჩები გათოშილიბეღურების იმედად.ვინ გიწოდათ თოჯინებიშუშისთვალა მაცილებს?თუ ხისა ხართ, როგორ აფრქვევთსიძულვილის ბაცილებს?როცა წამით ხის კაცებიხის ტახტებზე ისვენებთ,რომელ ხისგან გამოგთალესნეტა, თუ გაიხსენებთ?რომელ ტანჯულ მიწას შერჩათქვენი ძელქვა ფესვები?თუ წამომცდა, ვაი, დედა,ზიზღით შემომესევით.ან რა ერქვა იმ ფაბრიკას,თქვენ რომ ასე გაგთალათ?ზოგი მუნჯი, ზოგი გონჯი,ზოგი კიდევ ცალთვალა.დამღა გადევთ უცხოურიქართულ ხისგან გათლილებს,ხე ჩემია, ჩემი მიწის,მე ეს მიწა მატირებს.ნეტავი თქვენ, კაცუნებო,თქვენს ფუჭ ფუსფუსს შევნატრი.თოჯინების სახელმწიფო.სახელმწიფო თეატრი.
გონაშვილი მაყვალა

გონაშვილი მაყვალა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი