პოეზია · ლირიკა
შენს საუფლოში
გადამიარეს გულზე წვიმებმა,სიმარტოვეში ჭკნება აპრილიც,რად მახსენდები ასეთი ელდით?სიზმრის ახდენას რატომ დამპირდი?ვიცი, ჩემს ყოფას ჰქვია ცხოვრება,ვიცი, ამ კედლებს ოჯახი ჰქვია,იქ კი, საოცარ შენს საუფლოშისულ სხვანაირი ქარები ქრიან.სულ სხვანაირად თენდება დილა,სულ სხვანაირი ფერი აქვს ნისლებს,იმ ნისლებივით ჩამოვიღვრები,ღმერთი შენს ხილვას თუკი მაღირსებს.იმ ტკივილისთვის, იმ სიშორისთვის,იმ სიგიჟისთვის გიხდი მადლობას,მოდი, გააღე გალიის კარიდა გამახსენე ახალგაზრდობა.იცი, რა ტანჯვა გამოვიარე?!მთელი წელია ვცხოვრობ ულექსოდ,მოდი, მომხვიე მხრებზე ხელებიდა გამაცოცხლე, სულზე უტკბესო,წუთივით წავა წუთისოფელი,მალე ვიქცევით უსულო ქვებად,შენ შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე,რომელიც ახლა სხვის ჭერქვეშ ქრება.