↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეზღვაურს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
გატყდება ნავი მშფოთვარე ზღვაზე,ატყდება კვნესა, ოხვრა საზარი,და ამ დროს, როგორც ლანდი, ჩვენება,შორს გამოჩნდება დამხსნელი ჯვარი...
წინ, მეზღვაურო! თუ იგი ჯვარიმართლა დამხსნელი არ არის შენთვის,მასზე წამებას და მწარე ჯვარცმასმაინც იპოვი მუდამ, ყოველთვის.
ასე, ხანდახან, ცხოვრების ზღვაზერაღაც სპეტაკი, უცხო შვენებაქარიშხლიან და ბობოქარ ღამესთეთრი ლანდივით მოგეჩვენება...
წაჰყე, მგოსანო... თუ იგი ტრფობამართლა დამხსნელი არაა შენთვის,მშვენიერ ტანჯვას და ვნების წამებსმაინც იპოვი მუდამ, ყოველთვის.
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი