↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მოდი, დღეს გავცდი წუთისოფლის ხაფანგს და მახეს" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)

რუმი ჯელალ ედ-დინ

2015-10-121 წთ საკითხავი1406 ნახვა

—
მოდი, დღეს გავცდი წუთისოფლის ხაფანგს და მახეს,ჩემს არსებაში არსებობით ვერავინ მამხელს.თავად მოვკვეთე ჩემს არსებას ჩემი `მე~, მაგრამვარც არსება და ვერც `მე~ ვპოვე...გლახ ის და გლახ ეს!ვერ შევიცანი ჩემი `მე~ და ჰა ჩემმა სულმათავისგან თავად მომკვეთა და თვით ენდო დამხსნელს...ვერ გამიგია, გულის ცეცხლი რა არსში ელავს,ენა რით იწვის და ჩემს სათქმელს რა კვამლში ახვევს?!ჩემს თავს ასობით სხვადასხვაგვარ სახეში ვჭვრეტდიდა ყოველ მათგანს ვუწოდებდი საკუთარ სახეს.დაფანტული ვარ ას სახედ და ჩემად ვთვლი ყველასდა მაინც ვერ ვცნობ ჩემი არსის სახეს და სახელს.ეს სახეები მგზავრებივით მოილტვიან დამზედასიცხულებს წინ ვუხვედრებ მე ჩეროს და ხეს.

რუმი ჯელალ ედ-დინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი