პოეზია · ლირიკა
* * * "ო,სატრფოვ, მოდი" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)
ო,სატრფოვ, მოდი, მო, მორჭმული ერთი საათით,მო, განაახლე ჩემი სული ერთი საათით.მო, მეჯლისში და გაგვალაღე მომეჯლისენი,გვიძღვენ ლხინი და სიხარული ერთი საათით.ხამსცის თავანმა შუაღამის ბინდში იხილოსმზე სხივსრული და სხივასხმული ერთი საათით.ხამს მიეწიოს ბუხარას და სამარყანდს ვნებადა მიეცისკროს სიყვარული ერთი საათით.ჰოი, ეს ღამე გაათენე, ჰოი, ყოველგანაღკვეთე ძილი, მოსპე რული ერთი საათით.ხამს გამოსჭრას და გამოჰკვეთოს ეს მკერდი მზემან,ვით წყალმა - ტინის კლდეში ღრმული, ერთი საათით.ხამს დარიოსის ქალაქად და ანუშირვანისსატახტრევანოდ იქცეს გული ერთი საათით.