პოეზია · ლირიკა
* * * "ეჰა, შენ სულო" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)
ეჰა, შენ სულო, სრულთაგან სრულო,ხარ სულთა სული და კიდევ რაღაც;ჰე, სასწაულთა დღესასწაულო,ხარ სასწაული და კიდევ რაღაც.ჰე, მწდეთა მწდე და ხარ მზეთა მზე შენ,მარადის ზეობ ზეთაგან ზე შენ,უსაზღვროეთში ხარ ზნეთა ზნე შენ,ხარ ზნესაზღვრული და კიდევ რაღაც.ეჰა, შენ მართალ გზათა მპყრობელს დახილულ სანახთა წარმომშობელს დასაწყისსა შინა თავად მყოფელს დათვით ხარ სასრული და კიდევ რაღაც.ეჰა, შენ უფლის სახევ და ხატო,ცის შარავანდო და ანდამატო,ყოვლთა შესაქმნელს შენ შეიქმ მარტო,ხარ ყოვლადსრული და კიდევ რაღაც;თავადვე ზრახავ ფარულ ზრახვას დაფარული არსის ძალგიძს ნახვა დაზრახულის სახეს შენში სახავ დათვით ხარ ზრახული და კიდევ რაღაც.შენ აქამანდებ ტრფობის თრიაქებს,ლეილ-მაჯნუნს რომ აფორიაქებს,ასეთ განგებას თუ ზოგი აქებს,ზოგია კრული და კიდევ რაღაც.ჰე, შენ მფარველობ იღბლით დიადს დამასაც, ვინც ებრძვის თმენის წყვდიადს დაღრუბელთა მიღმა გცნობენ ზვიადს დახარ ჯერართქმული და კიდევ რაღაც.ჰე, მოციქულთა სიამაყევ დაეჰა, ვინც ბრძენთა სულებს არყევ დაშენეულს ცხადი ზრუნვით აჰყევ დაკვლავ ხარ ფარული და კიდევ რაღაც.ჰე, შეწყალების დასაბამო დაწყალობის ზღვათა ნაპირს ჰბანო დახან უსახლო ხარ სახლის ბანო დახან სახლში რგული და კიდევ რაღაც.ჰე, შენი სახის მჭვრეტელი თვალითუ არის მხოლოდ მშვენებით მთვრალი,დაკარგოს იმან ცოდვებში კვალი,დაკარგოს რჯული და კიდევ რაღაც;შენში ვეძიე უძიროს ძირიდა მოვიძიე ფუძეთა მძივი,მაგრამ სევდისგან დავკარგე ძილი,დავკარგე რული და კიდევ რაღაც.ნეტავ შენს ბაგეს ველტვი რისთვის აწ?არღარა შემრჩა მე იმისთვის აწ,მე უსხეულო სიკვდილისთვისაცვარ განწირული და კიდევ რაღაც.