↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ოდეს ჩემს სხეულს გავეყრები სიკვდილის წამით" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)

რუმი ჯელალ ედ-დინ

2015-10-121 წთ საკითხავი1403 ნახვა

—
ოდეს ჩემს სხეულს გავეყრები სიკვდილის წამით,არ გეგონოს, რომ დამენანოს საწუთრო რამით;ნუ დამიტირებ და ნუ მეტყვი - ვაი, ვაი შენ!"ვაი" მაშინ თქვი, თუ საწუთრომ დამგესლა შხამით.ჩემს საცხედრეს რომ დაინახავ, არ თქვა "მშვიდობით!",მე საპაემნოდ წავალ მაშინ უსულო გვამით.დამფლავ და საფლავს არ უწოდო ყრუ უკუნეთი,ის აჟღერდება სატრფიალო თავშეყრის ჩქამით.ჩასვლა თუ ნახე, ზეამოსვლაც უნდა იხილო,მთვარე რომ ჩადის, განა ზიანს ნახულობს ამით?ქვე ჩასვლა შენთვის სასრულია, ჩემთვის - საწყისი,და მხიბლავს მე ეს სულიერი განწმენდის ჟამით.თესლს რომ თესავენ, სხვა დასაბამს წარმოშობს იგიდა ადამის ძეც განახლდება სხვა დასაბამით.სიტყვა გაწყვიტე ამიერ, რომ იმერ ზენამშენც გისმინოს და მოგეახლოს ტრფიალში დამით.

რუმი ჯელალ ედ-დინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი