↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბუდე (მთარგმნელი: ლულუ დადიანი)

ბუსტა ქრისტინე

2011-08-121 წთ საკითხავი1039 ნახვა

—
ჩემი ჩიტები გადახვეწილან,არ ვიცი ახლა სადღა გალობენ,არ გაიყინონ ოღონდაც ღამით,უმწეონი და უნაკრტენოდ დარჩენილები,უწინ ისეთი ჰქონდათ ქათიბი,ჯერაც ვინახავ გაბნეულ ბუმბულს.
ქარის ბუდედ ვარ გადაქცეული.წვიმა ცდის კვლავაც ჩემს ერთგულებას,თუმც ამოხსნა კი არ შეუძლია.ხანაც ფაფუკი თოვლი იბუდებსდა სულ მცირე ხნით ამივსებს წიაღს.მარტოსულობა მესტუმრა უკვე,არ მიმატოვებს აღარასოდეს.

ბუსტა ქრისტინე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი