პოეზია · ლირიკა
აკვანი
მიტოვებული სოფლის სურათიდან)ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს დაუკარფანჯრებო შენეულ სახლშიქარი ცარიელ აკვანს არწევდა.ჯარაზე თეთრი ობობას ქსელიდა წვიმა მივსებს ფერად ჭინჭილებსდა ვეფერები მთრთოლვარე ხელითაკვანზე შებმულ მძივს და ღინჭილებს.ჩამქრალ ერდოებს ჭოტი უკივისდა კარს ჯვრის სახედ აკრავს ფიცარიდა მოძალადე თურქ-სელჯუკივითგრძელ კიბეებზე არბის ჭინჭარი.და როცა ბინდი დადგება გარეთ,არსად კერიის შუქი არ ღვივის,ღია ფანჯრიდან გადმოდის მთვარედა შენს აკვანში წვება ბალღივით.ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს დაღმერთო, რა ვნახე, შენეულ სახლშიქარი ცარიელ აკვანს არწევდა.