პოეზია · ლირიკა
გაზაფხული ქსანზე
ზედ გულზე მადევს ეგ თბილი ხელი,მოვდივარ, ვიცი, შენც გენატრები,მოასკდებიან ღობეებს წნელისვარდისფერკაბა დები _ ატმები.თითქოს პირველად ვიყო მნახველი,ისე მაბრუებს სურნელი ბელტის,გადახეულა თოვლის საყელოდა აპრილს იის მოუჩანს კერტი.სხვაგან თუ მისწრებს შენი წყურვილი,თავქვეშ გავიფენ ბალახს ჭილოფადდა მოკისკისე სალამურივითშვიდგან გავიხსნი გულზე ჭრილობას.და როცა ჟამი თავისას მიზღავს,აქედან ვიცი, რასაც მიპირებ, _თუ მომკლავ, ალბათ, შემოდგომისასდა ხეთა ყვითელ ფოთლით მიტირებ.ჯერ კი შენთან ვარ და ალბათ კიდევბევრჯერ ამინთებ კოცონებს სულშიდა პეშვით ხორბლის საკმეველს გიკმევპაპის კვალდაკვალ ჩამდგარი ხნულში:`ეს _ ერს, გადურჩეს მეწყერს და ავდრებს,ეს_ სტუმარს, ესეც _ შაშვსა და ოლოლს...”და როგორც პაპამ მასწავლა ადრე,ოჯახს ვახსენებ ყველაზე ბოლოს.ქსანზე ვარ... ლურჯად ელავს ნაპირი,მზით დაქარგულა მთათა კალთებიდა საქართველოს ლოცავს აპრილიაყვავებული შინდის სანთლებით.