პოეზია · ლირიკა
ერთხელ გამომიზაფხულე
ღმერთო, განა რას გთხოვ ამდენს,ვიდრე კარს შემიღებ სულეთს,ცივი ზამთრის დადგომამდეერთხელ გამომიზაფხულე.
არც სტავრა და ოქსინონი,ბროლის კოშკი, ვერცხლის ღობე -არ მსურს,ოღონდ იადონიგულში ამომიგალობე.
როცა ოქროს წვიმა ცრიდა,გამახსენე იგი ხანი,ქნარის ჟღერა მეცხრე ციდანთუ კვლავ ჩემად შევიცანი.
თუ რომ დარდი გაიეფდა,რაც ამ წლებმა მომითვალეს, -გულხელს თვითონ დავიკრეფ დათვითონ დავიხუჭავ თვალებს.