↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვისაც ვუყვარდით

ჩიტიშვილი მანანა

2026-07-181 წთ საკითხავი2466 ნახვა

—
ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე ამ დილა სისხამს?ქარია, ალბათ, გზა აებნა იქნებ მათხოვარს...მშვიდობა ყველას, შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.ამ სასტიკ ქარში სული ჩემი მარტოდ ვალალებს,არ ჩანს მშველელი, საიმედო თუნდაც დროებითდა ჩემს მშვენიერ, სინათლისგან დახლეჩილ თვალებსკვლავ ენატრებათ მყუდროება საღამოების.ჩამოდის თქეშად უგუნურთა ცოფი და რისხვა,განმსჯელი არ ჩანს, მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს...მშვიდობა ყველას, შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ!

ჩიტიშვილი მანანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი