↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გადაძახილი

ჩიტიშვილი მანანა

2026-07-181 წთ საკითხავი2466 ნახვა

—
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი,თვალს ვარიდებ გადამტვრეულ,პირბლაგვ მახვილს,`რა უყავით, რა უყავით მამულები?!” _ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის.ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს,ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი _`ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო,უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?!”ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო,ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს...გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ ქართველებო! _დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი.აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.

ჩიტიშვილი მანანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი