↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანანური

ჩიტიშვილი მანანა

2011-04-121 წთ საკითხავი2449 ნახვა

—
შენთვის დროის სვლაც არის ბათილი,გამობრწყინდები მთებში მზესავით, _ბრძენი და მშვიდი, ვით თინათინი,ულამაზესი, როგორც ნესტანი.მოვალ და ღვთიურ მადლით ვივსები,შორითაც ნათლით მავსებ ასევე,ბინდში თეთრ პერანგს ქსოვენ ნისლებიდა დილით სპეტაკ ტანზე გაცმევენ.მადლობა უფალს, დამდგარა დარი, _მომხდური მოყვრად შემოფიცულადა ვით ხევსურეთს ნაჭედი ფარი,ღრუბლებში მთვარის დისკო მიცურავს.არც მტვრადქცეული მტერნი ახლობენ,არც გაჰყივიან შორით სარანგნიდა მხოლოდ ღამით შენს სიახლოვესტარიელივით გმინავს არაგვი.

ჩიტიშვილი მანანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი