პოეზია · ლირიკა
გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ
გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდანვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხიმიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ,ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდითდა წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ.ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი,ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდეამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვიჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ.ვერ დავივიწყეთ ცრურწმენა, რომ ურნატის მოკვლაგამოიწვევდა დედის სიკვდილს ანდა პირიქითდასჭირდებოდა ვიდრე პაპას საწოლში მოვლა,ჩვენც მასთან ერთად დავდიოდით, მასთან ვიდექითროცა სტუმარი ეწვეოდა, როცა გამვლელიშემოვიდოდა. ჩვენც ვიჯექით ხშირად მთვრალებთან,ნაჭრევი ჰქონდა პაპას ყელთან ერთი მტკაველისიკვდილის პირას ჩვენი შუბლი ძალას ჰმატებდა.ვერ დავივიწყეთ ბებია რომ ითვლიდა დღეებს,როდესაც მამა წავიდოდა ჩვენი სოფლიდან,ძმები ცულებით მივდიოდით, მოვჭრიდით ხეებს,მთელი ზამთარი სამი ხე და ფიჩხი გვყოფნიდა.ვერ დავივიწყეთ ბებიები როცა ბოსლიდანგამოდიოდნენ, სულ რაღაცას ელოდებოდნენ,ერთ გაზაფხულზე ის “რაღაცა” მათთან მოვიდა,ჩვენც გვეშინოდა, ვარსკვლავები როცა წყდებოდნენჩვენს სოფლის ზეცას… და მამები ბოლოჯერ თხრიდნენსასაფლაოზე შავ საფლავებს, კრთებოდნენ წლები,დედები ისევ ცრემლიანი თვალებით იდგნენ,ბალახდებოდა ბილიკები და სოფლის გზები…არაგვის გვერდით გავიზარდეთ, დიდები გავხდით,ვერ გავამაგრეთ, ჩავანგრიეთ ბავშვობის ხიდი,ვმარხავდით მკვდრებს და აკლდებოდა ჩვენს სოფელს ხალხი,მერე კი ერთად ჩვენ მამების საფლავებს ვთხრიდით.