↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთიბელნი თიბდიან

არაბული გიორგი

2013-05-121 წთ საკითხავი3039 ნახვა

—
თიბათვე...მთიბელნი თიბდიან,აგერა გორები, ველები..."დასხეით, ცის პირი მშვიდია.დააწყვით საწკეპი ცელები"."აბაბა!"_ ეშმაკმა დალახვროს! _ამინდზე წყრებოდნენ (...გულიდან...)"მზით იფშვნიტებაო ბალახი",მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა."ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!"_ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზემთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენმზე ღულის გორებზე დგებოდა."წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ..."_აბიკა გმირებზე ყვებოდა.ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია:მოდითო, დააწყვით ცელები"...თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,აგერა ნათიბი ველები.
არაბული გიორგი

არაბული გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი