↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კრწანისის ველზე

არაბული გიორგი

2010-05-121 წთ საკითხავი3047 ნახვა

—
წუხელის მთვარემ, ზეცის წარმართმა,ვარსკვლავნი კრწანისს ჩამოათოვა,შავმა დრომ წმინდა დროშა წაგვართვა,ყველამ გაგვწირა და მიგვატოვა.ისმის გუთნური, ისმის მწყემსური,მაინც ვცოცხლობთ და ვფიქრობთ სხვა ომზე,შუბლდალეწილი მოვდეგ ხევსური,არაგველების სასაფლაოზე.ეს დღე სხვა დღეებს სრულებით არ გავს,ქარნი ყაყაჩოს ფურცლებს აცლიან,კრწანისი წითელ ნაჭრელას ქარგავსდა სისხლისფერი ჩოხა აცვია.მთის არწივს ყანწით მოაქვს არაყი,შესანდობარი უნდა დავლიოთ,ფეხზე წამოდგა მთელი ქალაქიდა ცრემლიანი ხვდება ალიონს.ნამიან ველებს კვლავ ადგას ნისლი,ზეცა ტირის და მიწაა სველი,მტკივა კრწანისზე შემხმარი სისხლი,ვით სააკაძეს მარაბდის ველი.... და მაინც, მაინც ისმის მწყემსური,ისმის ჩაკრულო გულგახელებით,შუბლდალეწილი მოველ ხევსური,რომ დავიტირო არაგველები.
არაბული გიორგი

არაბული გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი