↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სელამ ალეიქუმ

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52780 ნახვა

—
აღმართში წამოვეწიედა მოხუცს კრძალვით მივართვიჩვენი ქართული სალამი,სავსე გულით და სინათლით.
ღიმილით გამოიხედადა წრფელად გამეპასუხა,მაგრამ იმ უცხო სალამმამე კიდევ ერთხელ დამსუსხა.
ის ორი სიტყვა მწველია,ახლავს უდაბნოს ნაცარი,არაბეთიდან მოსულა,მოუტანია ხანძარი...
სიცოცხლე რომ შერჩენოდა,თავისას მტერთან მალავდადა წინაპარი მტრის სალამსმიტომ ხმარობდა სალამად.
დღეს კი, რა ღმერთი გაგიწყრა,რაღა გაქვს დასამალავი _ქართული ენის პატრონმასხვისგან ისესხო სალამი?!
ნუ გეწყინება, ბიძია, _უმცროსი შეგეკამათე,მაგრამ მცოდნე რომ გყოლოდი,შენ ხომ ამისთვის გამათბე.
შენ ხომ ამისთვის იწვალე,სიმი ჩანგს ჩემთვის გაუბი...შენი ქართულის ჭირიმედა შენი ტკბილი საუბრის.
დაღმართში წამომეწიადა, როგორც ჩვენში იციან,მოხუცმა "გამარჯობაზე"თქვა: "გაგიმარჯოს, ბიძია".
1961
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი